„ლივერპულს“ ალისონის გაშვება არ სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ცნობილი ინსაიდერის ინფორმაციით, „ლივერპულმა“ ალისონს აცნობა, რომ მისი შენარჩუნება კონტრაქტის ამოწურვამდე, შესაბამისად, 2027 წლის ზაფხულამდე უნდა.
თავის მხრივ, ბრაზილიელ მეკარეს „იუვენტუსი“ იწვევს, რომელმაც მას უფრო ხანგრძლივი, სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რაც შესაძლოა, გადამწყვეტი გამოდგეს, რადგან ალისონს მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი არ მოსწონს.
„ლივერპულის“ პოზიცია შეიძლება შეცვალოს ფეხბურთელის სურვილმა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს - დათანხმდეს ერთწლიან კონტრაქტს თუ მოითხოვოს გუნდიდან გაშვება და კარიერა იტალიაში გააგრძელოს.
ალისონი თუ „ლივერპულში“ დარჩება, გიორგი მამარდაშვილს სავარაუდოდ, მომდევნო სეზონშიც მეორე მეკარის როლში ყოფნა მოუწევს, მაგრამ თუ ბრაზილიელი წავა, არაა გამორიცხული, რომ ქართველი მეკარე პირველი ნომერი გახდეს.
ალისონს „იუვენტუსში“ ლუჩანო სპალეტი იწვევს, რომელიც ბრაზილიელს „რომაში“ წვრთნიდა და მასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ალისონმა „ლივერპულში“ 2018 წლიდან დღემდე 333 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.





