ფეხბურთი

17:15 | 26.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, ჩვენი მენტალიტეტი ბრძოლაა"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ უეფასთან ინტერვიუში ქართველ გულშემატკივრებზეც ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გაახაროს:

„ქართველი გულშემატკივრებისა და ხალხისგან დიდი სიყვარული ვიგრძენი და ბევრმა მომილოცა და გამახარა. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც თითქმის არასდროს უყურებდნენ ფეხბურთს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ ერთხელ მოვუტანო ეს ბედნიერება ქართველ გულშემატკივრებს. ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ვარ და შემიძლია ეს სიხარული მოვუტანო ქვეყანას ჩემი ამ პატარა წვლილით.

ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ყოველთვის ვიბრძვით. ყოველთვის გვაქვს პასუხი, ერთად ძლიერები ვართ, ყოველთვის ვიბრძვით ერთმანეთისთვის, მაგრამ ვიცით, როგორ მივიღოთ სტუმრები. ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, რადგან ჩვენი მენტალიტეტია ბრძოლა. ჩემთვის ადვილი არ არის საზოგადოებაში გასვლა საქართველოში, რადგან ძალიან უყვართ ფეხბურთი, მაგრამ ძალიან მიყვარს ჩემს ქვეყანაში დაბრუნება. ვცდილობ, რომ დავბრუნდე, როცა შემიძლია“, - თქვა კვარაცხელიამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091051