გიორგი მამარდაშვილმა შესაძლოა „ლივერპული“ დატოვოს, თუ ალისონი გუნდში დარჩენას გადაწყვეტს.
ბრაზილიელ მეკარეს „იუვენტუსი“ ეპატიჟება და სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს, რაც ალისონს მოსწონს, მაგრამ მისი გაშვება „ლივერპულს“ არ უნდა და კიდევ ერთი სეზონით მის შენარჩუნებას აპირებს, რაც ფეხბურთელს აცნობეს.
თუმცა, ალისონმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მას არ სურს „ლივერპულიდან“ კონფლიქტით წასვლა, მაგრამ თუ მოითხოვს, რომ „იუვეში“ წასვლა უნდა, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. აი, რას ამბობს, ამ საკითხზე ფაბრიციო რომანო:
„ლივერპულმა“ ბოლო საათებში ალისონს აცნობა, რომ მისი შენარჩუნება სურს. შესაბამისად, „იუვენტუსში“ მისი გაშვება არ უნდა. „იუვენტუსში“ ალისონის შესაძლო ტრანსფერი არ არის დაკავშირებული ჩემპიონთა ლიგაზე თამაშთან, სადაც „იუვე“ ვერ გავიდა, ტრანსფერი ამის გარეშეც შესაძლებელია. თუმცა, ალისონი „ლივერპულში“ ლეგენდაა და არც მას სურს გუნდიდან ნეგატიურად წასვლა. ან ალისონი საჯაროდ იტყვის, რომ წასვლა სურს, ან არაფერი მოხდება. ვნახოთ, რა მოხდება, „იუვენტუსი“ რამდენიმე კვირაა მუშაობს, ალისონიც ღიაა ამ თემაზე, მაგრამ მან უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. თუ ალისონი „ლივერპულში" დარჩება, შეიძლება მამარდაშვილი იჯარით წავიდეს, შესაძლოა, ის იყოს იტალიური ბაზრისთვისაც საყურადღებო სახელი. ვნახოთ, მამარდაშვილი ბევრს მოსწონს“, - თქვა რომანომ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ მაისურით სადებიუტო სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა და სამჯერ კარი მშრალად შეინახა.





