ფეხბურთი

17:49 | 26.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებს ამხანაგურ მატჩებში ვერ დაეხმარება

„ვილიარეალის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებს უახლოეს ამხანაგურ მატჩებში ვერ დაეხმარება.

როგორც ფეხბურთელი იტყობინება, „ატლეტიკოსთან“ სეზონის ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო, რის გამოც ექიმებმა დასვენება ურჩიეს. ჯერჯერობით, უცნობია, ვის გამოიძახებს ვილი სანიოლი მის ნაცვლად:

„სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ რუმინეთთან და ბაჰრეინთან მოახლოებულ ორ მატჩს გამოვტოვებ. „ატლეტიკოსთან“ მატჩში მცირე დისკომფორტი ვიგრძენი. არაფერი სერიოზული, თუმცა, სამედიცინო შტაბის რჩევით, უმჯობესია სრულად მოვიშუშო დაზიანება, მომავალში დიდი პრობლემების თავის ასარიდებლად. ჩემს გუნდს სამწვრთნელო შტაბს მომდევნო შეხვედრებში წარმატებებს ვუსურვებ. მალე შევხვდებით, დიდი ამბიციებით და მიზნებით“, - დაწერა მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს საქართველოს ნაკრებში 23 გოლი აქვს გატანილი და ყველა დროის ბომბარდირებში მეორე ადგილზეა. მან სადებიუტო გოლი ზუსტად 5 წლის წინ, 2 ივნისს, სწორედ რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში გაიტანა.

გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგის 2025-2026 წლების სეზონში 32 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 42 შეხვედრაში 15 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა. ჟორჟი "ვილიარეალის" სეზონის ბომბარდირი გახდა. გარდა, ამისა, 1 გოლი ლიგა 1-შიც გაიტანა, რადგან სეზონი საფრანგეთის ჩემპიონატში, კერძოდ, "ლიონში" დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083165