„ვილიარეალში“ სადებიუტო სეზონის დასრულების შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებისთვის შეტყობინება გამოაქვეყნა, რომელშიც წერს:
„პირველი სეზონი ლა ლიგაში, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ბრწყინვალე მესამე ადგილი, ძალიან ძლიერი მომენტები, წარმოუდგენელი ემოციები და უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებული ჯგუფი, გაერთიანებული პირველი დღიდან ბოლო დღემდე. ასევე ვამაყობ, რომ ამ სეზონში ლა ლიგაში კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი. უდიდესი პატივია ამ მაისურის დაცვა. მადლობა მარსელინოს და მის მთელ პერსონალს ნდობისა და ამ სეზონში გაწეული სამუშაოსთვის. განსაკუთრებული გზავნილი ასევე დანი პარეხოს და ალფონსო პედრასას. მადლობა ყველაფრისთვის, რაც ამ კლუბსა და გასახდელში შეიტანეთ. პრივილეგია იყო ამ სეზონის თქვენთან გაზიარება. გისურვებთ საუკეთესოს მომავალში.
და უდიდესი მადლობა თქვენ, გულშემატკივრებს. მადლობა თქვენი წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის, თქვენი სიყვარულისთვის და პირველივე დღიდან განსაკუთრებული დახვედრისთვის. თქვენ ეს სეზონი კიდევ უფრო ლამაზი და განსაკუთრებული გახადეთ. მომავალ სეზონში კიდევ უფრო მეტი ამბიციურობით დავბრუნდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი ევროპული საღამოები და კიდევ უფრო ძლიერი ემოციები განიცადოთ“, - დაწერა გიორგიმ სოციალურ ქსელში.
გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგის 2025-2026 წლების სეზონში 32 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 42 შეხვედრაში 15 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა. ჟორჟი "ვილიარეალის" სეზონის ბომბარდირი გახდა. გარდა, ამისა, 1 გოლი ლიგა 1-შიც გაიტანა, რადგან სეზონი საფრანგეთის ჩემპიონატში, კერძოდ, "ლიონში" დაიწყო.





