„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა კაპიტანმა როი კინმა, ბრუნო ფერნანდეში ვირს შეადარა.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კინი ერთ-ერთ ინტერვიუში ტყუილების თქმაში დაადანაშაულა, რასაც ვეტერანი ირლანდიელი ასე გამოეხმაურა:
„ზედმეტი ყურადღება ვირს აფიქრებინებს, რომ ლომია“, - გამოაქვეყნა ეს პოსტი როიმ სოციალურ ქსელში.
ზოგადად, კინი გამოირჩევა ბრუნოს კრიტიკით და ბოლოს, ის იმიტომ გააკრიტიკა, რომ საგოლე პასებით პრემიერლიგის რეკორდსმენი გახდა. როგორც როი აღნიშნავდა, არ შეიძლება „მანჩესტერის“ კაპიტანი მხოლოდ ინდივიდუალურ მიზნებზე ფიქრობდეს.
შეგახსენებთ, რომ ბრუნო ფერნანდეში 9 გოლით და 21 საგოლე პასით პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 21 ასისტი რეკორდია, მან კევინ დე ბრუინისა და ტიერი ანრის მიღწევა გააუმჯობესა.





