ფეხბურთი

20:01 | 26.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის სიმბოლურში გულშემატკივრებმაც შეიყვანეს

გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში გულშემატკივართა გამოკითხვითაც შეიყვანეს.

Sky Sport Austria-ს 9 321-მა მომხმარებელმა მას ხმა მისცა, რათა სეზონის სიმბოლურში ყოფილიყო, ხოლო Laola1-ზე 1 212 ხმა მიიღო და საუკეთესო 11-ეულში ამ გამოცემის ვერსიითაც მოხვდა. Transfermarkt-ის ვერსიით, სადაც ასევე გულშემატკივრებმა გააკეთეს არჩევანი, სულაც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მოგეხსენებათ, კიტეიშვილი მანამდე ავსტრიის ბუნდესლიგამ აღიარა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად, თანაც, ზედიზედ მესამედ. ქართველი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის 2025-2026 წლების სეზონში 29 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. კიტე 15 გოლით ბობარდირი გახდა. ასე, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს, რომელიც ზედიზედ მესამედ მოიგო, ბომბარდირობაც დაუმატა. ყველა ტურნირზე ქართველის მონაგარი 41 თამაშში 19 გოლი და 4 საგოლე პასია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092499