ფეხბურთი

20:32 | 26.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მედია: "საზონოვს სხვაგან წასვლაზე უარი ძალიან ძვირად დაუჯდა"

ტურინული გამოცემა Torinogranata, რომელიც სიახლეებს მხოლოდ „ტორინოს“ შესახებ აქვეყნებს, საბა საზონოვის შესახებ წერს.

ხსენებული წყაროს ცნობით, საზონოვს მთელი სეზონის განმავლობაში უთამაშებლობა უკავშირდება იმას, რომ მან თავის დროზე სხვა გუნდში წასვლაზე უარი თქვა, მაგრამ მეტი კონკრეტიკა არ არის და უცნობია, როდის და რომელ გუნდზეა საუბარი.

„სხვაგან ტრანსფერზე უარი საბა საზონოვს ძვირად დაუჯდა. ის მთელი სეზონის განმავლობაში 25-კაციან განაცხადს მიღმა იყო, გარდა იანვრისა, როცა ორჯერ სათადარიგო სკამზე მოხვდა. მას აქვს ტექნიკური შეზღუდვები, მაგრამ ძალიან დაჯარიმდა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ტორინოს“ 2023 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ერთადერთხელ იყო. გასულ სეზონში ის „ტორინომ“ „ემპოლიში“ გაანათხოვრა, სადაც ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო, მთელი სეზონი გამოტოვა ისე, რომ „ემპოლის“ მაისურით ერთხელაც ვერ ითამაშა. გასულ ზაფხულს, საბა ახლოს იყო „ხეტაფეში“ გადასვლასთან, მაგრამ ეს გარიგებაც ჩაიშალა. მას ტურინულ გუნდთან კონტრაქტი ერთ თვეში ეწურება, შესაბამისად, ახალ გუნდში წასვლას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085675