ფეხბურთი

21:35 | 26.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიში" კონტე შესაძლოა იტალიანომ შეცვალოს

„ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი შესაძლოა, ვინჩენცო იტალიანო გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლო სკირა აქვეყნებს.

კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის პირველი არჩევანი იტალიანოა, რომელიც ამჟამად „ბოლონიაში“ მუშაობს, მაგრამ დიდი შანსია, კლუბი დატოვოს, რადგან „ბოლონიაც“ ახალ მწვრთნელს ეძებს და დასახელდა, როგორც ეუსებიო დი ფრანჩესკოს, ისე, დანიელე დე როსისა და რაფაელე პალადინოს ვარიანტები.

„ნაპოლი“ იტალიანოს კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე სთავაზობს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ „აძური“ ანტონიო კონტემ დატოვა, რომელიც გუნდში 2024 წლიდან მუშაობდა.

რაც შეეხება იტალიანოს, მან სახელი „სპეციაში“ გაითქვა, შემდეგ წარმატებით „ფიორენტინაში“ იმუშავა, ხოლო 2024 წლიდან „ბოლონიას“ სათავეშია, რომელსაც იტალიის თასი მოაგებინა და აწ დასრულებულ სეზონში ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.082308