„ლაიფციგის“ ფეხბურთელის, იან დიომანდესთვის „ბარსელონა“ და „ლივერპული“ იბრძვიან.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ორივე მოლაპარაკებებს აწარმოებს. საბოლოოდ, ყველაფერი 19 წლის დიომანდეს არჩევანზე იქნება დამოკიდებული - თუ სად აირჩევს თამაშს. თუმცა, მნიშვნელოვანი იქნება „ლაიფციგის“ პირობების დაკმაყოფილებაც, რომელიც სავარაუდოდ, 100 მილიონ ევროზე მეტს მოითხოვს.
გერმანულ გუნდს სურდა კიდევ ერთი სეზონით ფეხბურთელის შენარჩუნება, მაგრამ კოტ დივუარელს წასვლა აქვს გადაწყვეტილი.
„ლივერპულს“ დიომანდე მოჰამედ სალაჰის შემცვლელად ესახება, მაგრამ თუ აფრიკელმა პსჟ-ში გადასვლა გადაწყვიტა, ინგლისელებს B გეგმა აქვთ - ბრედლი ბარკოლა. ფრანგით „ლივერპული“ შარშანაც ინტერესდებოდა და ახლაც მის სიაშია. ასე რომ, თუ დიომანდეს ტრანსფერი არ გამოუვა, ბარკოლას შეძენაზე იმუშავებს.
იან დიომანდემ „ლაიფციგში“ აწ დასრულებულ სეზონში 36 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.





