საფრანგეთის ლიგა 1-ის გადასავლელ პლეი-ოფში „სენტ ეტიენი“ „ნიცას“ დაუპირისპირდა და გუნდები უგოლოდ დაზავდნენ.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან სასწორზე ბევრი რამ იდო. თუმცა, არასანახაობრივი ფეხბურთი გამოვიდა, გოლი არ გასულა, რაც სრულიად ლოგიკურია, რადგან კარში არცერთ გუნდს დაურტყას. ფრე 0:0.
ზურიკო დავითაშვილი 90-ე წუთზე შეცვალეს, ქართველმა ერთხელ სცადა გატანა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. საპასუხო მატჩი ნიცაში 29 მაისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის სეზონში 31 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველმა 14 გოლით ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც გაიტანა, სწორედ „ნიცას“ კარში.





