ფეხბურთი

10:27 | 27.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კარიერის დასრულებას გეგმავს

ლეგენდარული ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი კარიერის დასრულებას მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ აპირებს.

ნიკოლო სკირას ცნობით, 40 წლის ნახევარმცველი მუნდიალის შემდეგ აპირებს გადაწყვეტილების გამოაცხადებს. ლუკას „მილანთან“ კონტრაქტი ერთ თვეში ეწურება და იტალიური მედიის ცნობით, მას არ გაახანგრძლივებს, რის შესახებაც კლუბს უკვე აცნობა.

მოდრიჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრებში ითამაშებს და ეს მისი ბოლო ტურნირი იქნება.

ლუკა მოდრიჩმა „მილანის“ მაისურით 37 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, მანამდე, მადრიდის „რეალში“ 597 თამაშში თავი 43-ჯერ გამოიჩინა. ხორვატმა 2018 წელს ოქროს ბურთი მოიგო, ხოლო „სამეფო კლუბში“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ექვსჯერ გახდა.

ხორვატიის ნაკრებში უკვე 20 წელია თამაშობს და 196 მატჩში 28 გოლი გაიტანა. 2018 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო 2022 წელს ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156394