დანიელი მეკარე კასპერ შმეიხელი კარიერას ასრულებს. როგორც მან თქვა, „სელტიკთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, რომელსაც ვადა 30 ივნისს გასდის, კარიერას დაასრულებს.
„როდესაც ივნისში „სელტიკთან“ ჩემი კონტრაქტი ამოიწურება, კარიერას დავასრულებ. ეს გადაწყვეტილება მივიღე. რამდენიმე ქირურგმა და ექსპერტმა მხართან დაკავშირებით რჩევა მომცა და მითხრეს, რომ უმაღლეს ფეხბურთში დაბრუნებაზე არ მეფიქრა. ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ, მაგრამ მჯერა, რომ ახლა შესაფერისი დროა“, - აღნიშნა კასპერმა.
39 წლის კასპერ შმეიხელი „სელტიკში“ 2024 წლიდან თამაშობდა, მანამდე „ანდერლეხტის“, „ნიცას“, „ლიდსის“, „ნოტს ქაუნთის“ „ქონვენთრის“ წევრი იყო, მაგრამ საუკეთესო პერიოდი „ლესტერში“ გაატარა, რომლის რიგებში 2016 წელს ინგლისის ჩემპიონიც გახდა. დანიის ნაკრებში მან 2013-2025 წლებში 120 თამაში ჩაატარა.







