ფეხბურთი

14:10 | 27.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი: "რეალი" ჩემი ოცნების კლუბია, მაგრამ კონტრაქტის განახლება არ მეჩქარება"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ვინისიუსმა განაცხადა, რომ კონტრაქტის განახლება არ ეჩქარება.

ეს იმის მიუხედავად, რომ ბრაზილიელის ხელშეკრულება სულ რაღაც ერთ წელიწადში იწურება. ვინისიუსი აღნიშნავს, რომ „რეალი“ მისი ოცნების კლუბია, სადაც მთელი კარიერის გატარება სურს.

„კონტრაქტის განახლებას არ ვჩქარობ, 2027 წლამდე მაქვს. ასე რომ, 2027 წლამდე ბევრი რამ გვაქვს განსახილველი „რეალთან“ და „რეალს“ ბევრი რამ აქვს განსახილველი ჩემთან.

ფლორენტინოსთან ურთიერთობა? მშვიდად ვარ. პრეზიდენტი მენდობა და მეც მას ვენდობი. სულ ესაა, უბრალოდ უნდა დაველოდოთ და ვიცხოვროთ ყოველი დღით, ყოველი წამით და დავტკბეთ მსოფლიოს საუკეთესო კლუბით. არასდროს წარმომედგინა თავი „რეალისგან“ შორს. ნამდვილად ვტკბები აქ გატარებული ყოველი წამით, რადგან ეს ჩემი ოცნების კლუბია. ყოველთვის ვოცნებობდი აქ თამაშზე. ახლა გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი ვარ. ჩემი ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, ამიტომ, ყოველი წამით ვტკბები. მინდა, რომ აქ მთელი ცხოვრება დავრჩე, მაგრამ კონტრაქტის განახლება არ მეჩქარება.

სეზონი უტიტულოდ? საბოლოო ჯამში, დავუშვით შეცდომები ისეთ თამაშებში, რომელთა წაგებაც არ შეიძლებოდა. სახლში წაგება... როდესაც ამ ქულებს კარგავ, სხვაობა იზრდება, მეტოქე გუნდი თავდაჯერებულობას იძენს და შენ კარგავ. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი სეზონი წინა ორზე უკეთესი იქნება. ეს ჩემი პირველი ორი სეზონია ტიტულების გარეშე. მანამდე, ყოველთვის, როცა „რეალში“ ვთამაშობდი, ტიტულს ვიგებდი. უნდა დავბრუნდეთ, „რეალი“ ყოველთვის უბრუნდება მწვერვალს“, - თქვა ვინისიუსმა.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუსმა „რეალის“ მაისურით დღემდე 376 თამაში ჩაატარა და 128 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „ფლამენგოში“ გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170751