„მანჩესტერ სიტი“ „ნოტინგემ ფორესტის“ ნიჭიერი ნახევარმცველის, ელიოტ ანდერსონის ტრანსფერზე მუშაობს.
23 წლის ფეხბურთელი „სიტის“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ენცო მარესკას მთავარი სამიზნეა და მასთან კლუბს პირადი შეთანხმება კონტრაქტის 2031 წლამდე გაფორმებაზე მიღწეული აქვს. ახლა „სიტი“ მოლაპარაკებებს „ნოტინგემთან“ აწარმოებს, რათა ტრანსფერი განახორციელოს.
ცნობილია, რომ ელიოტის მიმართ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედიც“ იჩენს, მაგრამ ამჟამად, „სიტის“ გაცილებით დიდი შანსი აქვს.
ელიოტ ანდერსონმა „ნოტინგემში“ 2024 წლიდან 92 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ნიუკასლის“ და „ბრისტოლ როვერსის“ ღირსებას იცავდა.





