ფეხბურთი

15:20 | 27.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ენტონი გორდონის ტრანსფერზე მუშაობს

„ბარსელონა“ „ნიუკასლთან“ ენტონი გორდონის ტრანსფერზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.

ინგლისელი ფეხბურთელი დაინტერესებულია ტრანსფერით, თუმცა სხვა კლუბებიც ინტერესდებიან მისი შეძენით. გორდონსა და კატალონიურ კლუბს შორის შეთანხმება ყველაფერზე მიღწეულია, ენტონის "ბარსაში" გადასვლა სურს და ახლა მოლაპარაკებები კლუბებს შორის მიმდინარეობს.

როგორც Mundo deportivo იტყობინება, სწორედ ეს იყო დიდ ბრიტანეთში სპორტული დირექტორის, დეკუს მისიის მიზეზი. თუმცა, გორდონის გადაბირებით „ბაიერნი“ და პრემიერლიგის კლუბებიც დაინტერესებულნი არიან.

ენტონი გორდონი „ნიუკასლში“ 2023 წლიდან თამაშობს და 152 მატჩში 39 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ევერტონსა“ და „პრესტონში“ გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156595