ფეხბურთი

14:42 | 27.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი მანქანის მართვის დროს ტელეფონის გამოყენებისთვის დააჯარიმეს

„ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი დიდი ბრიტანეთის პოლიციამ დააჯარიმა. მიზეზი მანქანის მართვის დროს მობილური ტელეფონის გამოყენებაა.

როგორც Sky Sports-ი იტყობინება, მამარდაშვილი 440 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდა. გარდა ამისა, 6 საჯარიმო ქულაც მიიღო მართვის მოწმობაზე.

ქართველი მეკარე მეკარე M6 ავტომაგისტრალეზე შენიშნეს, როცა ტელეფონში ვიდეოს უყურებდა, თან საჭესთან იყო. სწორედ ამ დროს შენიშნა პოლიციამ და ის გააჩერეს.

„როდესაც აუდს გვერდით ჩავუარე, შევამჩნიე, რომ მძღოლს ხელში ტელეფონი ეჭირა, საჭის ცენტრთან ახლოს და როგორც ჩანს, რაღაცას უყურებდა, როცა მოძრაობდა. მანქანა გზაჯვარედინზე გავაჩერე, გადმოვედი, რათა მძღოლთან მესაუბრა, რომელიც მანქანაში ერთადერთი მგზავრი იყო. ვთხოვე, ჩემი მანქანის უკანა სავარძელზე გადმომჯდარიყო“, - თქვა ჩეშირის პოლიციის განყოფილების თანამშრომელმა.

მამარდაშვილმა პოლიციას ქართული მართვის მოწმობა წარუდგინა. მისი საქმე დახურულ სხდომაზე განიხილეს და მამარდაშვილი პოლიციის წერილობით მტკიცებულებების საფუძველზე დამნაშავედ სცნეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს თავად არ უღიარებია. შედეგად, ფინანსური ჯარიმა დააკისრეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ აწ დასრულებულ სეზონში 20 მატჩი ჩაატარა. ქართველმა მეკარემ შესაძლოა, ინგლისური კლუბი იჯარით დატოვოს, თუ ალისონი გუნდში დარჩება. გიორგი იტალიურმა მედიამ ტურინის „იუვენტუსს“ უკვე დაუკავშირა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.087329