ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
მან უკვე შეარჩია ის 26 ფეხბურთელი, რომელსაც მუნდიალზე წაიყვანს. სიაში ვერ მოხვდა "ლივერპულის" მარჯვენა მცველი ჟერემი ფრიმპონგი, მის პოზიციაზე კუმანმა არჩევანი დენზელ დუმფრისსა და იურიენ ტიმბერზე გააკეთა. ნიდერლანდების ნაკრების განაცხადი ასეთია:
მეკარეები: ბარტ ვერბრუგენი (ბრაიტონი), მარკ ფლეკენი (ლევერკუზენი), რობინ რუფსი (სანდერლენდი)
მცველები: დენზელ დუმფრისი (ინტერი), ნათან აკე (მანჩესტერ სიტი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), იორელ ჰატო (ჩელსი), ჟან პოლ ვან ჰეკე (ბრაიტონი), იურიენ ტიმბერი (არსენალი), მიკი ვან დე ვენი (ტოტენჰემი)
ნახევარმცველები: რაიან გრავენბერხი (ლივერპული), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა), ტენ კოპმაინერსი (იუვენტუსი), ტიჯანი რეინდერსი (მანჩესტერ სიტი), მარტენ დე რონი (ატალანტა), გუს ტილი (პსვ), კუენტინ ტიმბერი (მარსელი), მატს ვიფერი (ბრაიტონი)
თავდამსხმელები: ბრაიან ბრობი (სანდერლენდი), მემფის დეპაი (კორინთიანსი), კოდი გაკპო (ლივერპული), ჯასტინ კლუივერტი (ბორნმუთი), ნოა ლანგი (გალათასარაი), დონიელ მალენი (რომა), კრისენსიო სამერვილი (ვესტ ჰემი), ვუტ ვეგჰორსტი (აიაქსი)
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იაპონიის, შვედეთისა და ტუნისის ნაკრებებს შეხვდება, ხოლო იქამდე ამხანაგურ თამაშებს ალჟირსა და უზბეკეთთან გამართავს.







