ფეხბურთი

20:35 | 27.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბარკოლა: "პსჟ-ს მთავარი სიძლიერე გუნდურობაა"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ბრედლი ბარკოლამ ჩემპიონთა ლიგის წინ ისაუბრა.

როგორც ფრანგმა თავდამსხმელმა აღნიშნა, პსჟ-ს მთავარი პლუსი გუნდური ფეხბურთის თამაშია:

„დიდი პატივია ზედიზედ მეორე ფინალში თამაში. ყველაფერს გავაკეთებთ მის მოსაგებად. ვცდილობთ, ამ ფინალის წინ რაც შეიძლება მეტი თავდაჯერებულობა მოვიკრიბოთ და ბევრს ვიმუშავებთ, რომ მზად ვიყოთ.

ნამდვილად ვფიქრობ, რომ ჩვენი ძლიერი მხარე გუნდურობაა - ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთად ვთამაშობთ, ერთად ვტევთ და ერთად ვიცავთ. ნამდვილად გუნდურად ვთამაშობთ და ეს არის ჩვენი უდიდესი ძალა ახლა.

ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე? ვიტყოდი, რომ ეს იყო პარიზში „ბაიერნთან“ გამარჯვება. მართლაც რთული მატჩი იყო, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება მოვახერხეთ. ეს არის ის, რაც ჩემთვის ყველაზე მეტად გამორჩეულია. „ჩელსისთან“ მატჩიც წარმოუდგენელი იყო, მაგრამ „ბაიერნთან“ მატჩმა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, - თქვა ბარკოლამ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 30 მაისს, ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090037