ფეხბურთი

18:10 | 27.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "მამარდაშვილი იჯარით "ინტერსაც" შესთავაზეს"

საქართველოს ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მილანის „ინტერსაც“ დაუკავშირეს.

Internews-ის ინფორმაციით, ქართველი მეკარე იჯარით რამდენიმე იტალიურ გუნდს, მათ შორის, „ნერაძურის“ შესთავაზეს და კლუბი განიხილავს ამ შესაძლებლობას და კარი საერთოდ არ დაუხურავს იმის გათვალისწინებითაც, რომ 25 წლის ფეხბურთელი დიდი ხანია „ინტერის“ სპორტულ დირექტორ პიერო აუზილიოს მოსწონს. „ინტერს“ იან ზომერი დატოვებს და კლუბი ახალ მეკარეს ეძებს, მაგრამ ამბობენ, რომ კრისტიან კივუ ძირითად შემადგენლობაში იოსეპ მარტინესს მოიაზრებს, რომელიც გუნდში უკვე ორი სეზონია, რაც ირიცხება, თუმცა, მილანელებს მეორე საიმედო მეკარეც სჭირდებათ.

როგორც იტალიელები წერენ, „ლივერპული“ მზადაა სათამაშო დროისთვის გიორგი იჯარით გაუშვას, მაგრამ მას კლუბის საბოლოოდ დატოვება სურს.

მოგეხსენებათ, მანამდე, ისეთმა გავლენიანმა წყაროებმა, როგორებიც ფაბრიციო რომანო და ნიკოლო სკირა არიან, განაცხადეს, რომ თუ ალისონი „ლივერპულში“ დარჩება, მამარდაშვილი შეიძლება იჯარით წავიდეს.

„ინტერამდე“ Gazzetta Dello Sport-მა მამარდაშვილი ტურინის „იუვენტუსსაც“ დაუკავშირა, რომელიც ძირითადი შემადგენლობისთვის მეკარეს ეძებს, ალისონის დამატება სურს, რომელსაც „ლივერპული“ არ უშვებს, ამიტომ, შეიძლება ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთოს და ერთ-ერთი მამარდაშვილია.

გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ სადებიუტო სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, მაგრამ უმეტესად მხოლოდ მაშინ თამაშობდა, როცა ალისონს ტრავმა ჰქონდა. თუ ბრაზილიელი დარჩება, გიორგის მომდევნო სეზონშიც მეორე მეკარის როლის მორგება მოუწევს, რაც მის გეგმებში არ შედის, ამიტომაც, იჯარით წასვლა საკმაოდ რეალური ვარიანტია. შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი "ლივერპულამდე" 2021-2025 წლებში "ვალენსიაში" თამაშობდა, რომლის რიგებში 134 თამაში ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160084