ფეხბურთი

19:20 | 27.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილს ოპერაცია გაუკეთეს და ვარჯიშს პრესეზონზე განაახლებს

სანტანდერის „რასინგის“ ფეხბურთელ გიორგი გულიაშვილს მარჯვენა მცირე წვივის ძვლის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ამის შესახებ ესპანური კლუბი იტყობინება.

გულიაშვილმა ტრავმა „ვალიადოლიდთან“ მატჩში მიიღო და მას ოპერაცია მადრიდში მანუელ ლეიესმა გაუკეთა. სწორედ მისი ვარაუდით, ქართველი ფეხბურთელი ვარჯიშს 2026-2027 წლების სეზონის დაწყებამდე შეძლებს.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან „რასინგმა“ ლა ლიგის საგზური მოიპოვა და კარგი იქნება, თუ ქართველი ფეხბურთელი გუნდს სეზონის სტარტამდე დაუბრუნდება.

გიორგი გულიაშვილი „რასინგს“ „სარაევოდან“ იანვარში შეუერთდა და 17 მატჩში თავი 6 გოლით გამოიჩინა (2 საგოლე პასი), რითაც გუნდს 14-წლიანი პაუზის შემდეგ ლა ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.17414