ნიქოზიის „აპოელმა“ გიორგი ქვილითაიასთან ხელფასის დავალიანების შესახებ შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ კვიპროსული კლუბი იტყობინება.
„აპოელი“ განცხადებით მადლობას უხდის ქვილითაიას თანამშრომლობისთვის.
„აპოელის დირექტორთა საბჭო აცხადებს, რომ ფეხბურთელ გიორგი ქვილითაიას მიმართ დავალიანების მოგვარების შესახებ შეთანხმება მიღწეულია. აპოელი მადლობას უხდის გიორგის თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გიორგი ქვილითაია „აპოელში“ 2021-2024 წლებში თამაშობდა და 96 მატჩში 33 გოლის გატანა მოახერხა. მას შემდეგ მან ჯერ „არისში“ ითამაშა, ხოლო ბოლო 6 თვე ფრანგულ „მეცში“ გაატარა.







