მაურიციო სარიმ რომის „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
სარის კლუბთან კიდევ ორწლიანი ხელშეკრულება აკავშირებდა, მაგრამ მხარეებმა ის ვადაზე ადრე გაწყვიტეს. „ლაციოს“ ჯენარო გატუზო ჩაიბარებს, რომელთანაც შეთანხმება მიღწეულია.
უმუშევარი არც სარი დარჩება, რომელიც კარიერას ბერგამოს „ატალანტაში“ გააგრძელებს - ესეც გადაწყვეტილია.
მაურიციო სარი „ლაციოს“ 2021-2024 წლებში ავარჯიშებდა, შემდეგ გუნდში 2025 წელს დაბრუნდა, მაგრამ წ დასრულებულ სეზონში „არწივები“ ევროზონაში ვერ მოხვდნენ და იტალიის თასის ფინალი „ინტერის“ წინააღმდეგ წააგეს.





