ფეხბურთი

23:55 | 27.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

სამედიცინო შემოწმება ჩაინიშნა: "ბარსელონამ" ენტონი გორდონის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

„ბარსელონამ“ კონკურენტებს აჯობა და „ნიუკასლიდან“ ენტონი გორდონს დაიმატებს.

ყველაფერი შეთანხმებულია: „ბარსა“ ფეხბურთელთან მორიგების შემდეგ, „ნიუკასლსთან“ შეუთანხმდა, რომელსაც 70 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც 10 მილიონი ბონუსად დაემატება. ასე რომ, „კაჭკაჭები“ 80 მილიონს მიიღებენ.

ინგლისელი შემტევი ბარსელონაში 28 მაისს გაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ კონტრაქტს 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. ენტონის შეძენა „ბაიერნს“ და ორ ინგლისურ გუნდს სურდა, მაგრამ მისი სურვილი „ბარსაში“ თამაში იყო - მიზანსაც მიაღწია, "ბარსელონამაც" კონკურენტებზე სწრაფად იმოქმედა.

ენტონი გორდონი „ნიუკასლში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 152 მატჩში 39 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ევერტონსა“ და „პრესტონში“ გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158007