„ლივერპულის“ ფეხბურთელი ენდრიუ რობერტსონი კარიერას ლონდონის „ტოტენჰემში“ გააგრძელებს.
შოტლანდიელი 1-ლი ივლისიდან თავისუფალი აგენტი ხდება, შესაბამისად, „დეზებს“ უფასოდ შეუერთდება. ტურინის „იუვენტუსმა“ სცადა შოტლანდიელის გადაბირება, მაგრამ როგორც ჩანს, არაფერი გამოუვიდა - ენდრიუმ პრემიერლიგაში დარჩენა ამჯობინა. ის „ტოტენჰემთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ენდრიუ რობერტსონი „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 378 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მანამდე ქპრ-ს, „დანდი იუნაიტედის“ და „ჰალ სიტის“ წევრი იყო.





