ფეხბურთი

0:50 | 28.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "მამარდაშვილი სერია A-ს სამ კლუბს იჯარით შესთავაზეს"

საქართველოს ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი სერია A-ს სამ კლუბს შესთავაზეს.

ცნობილი ინსაიდერი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელში იტყობინება ამის შესახებ, მაგრამ არ აკონკრეტებს კლუბებს სახელებს. ის წერს, რომ მამარდაშვილი სამ იტალიურ კლუბს ერთწლიანი იჯარით შესთავაზეს. სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ მანამდე, იტალიურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მამარდაშვილი „ინტერს“ შესთავაზეს.

„ინტერამდე“ Gazzetta Dello Sport-მა მამარდაშვილი ტურინის „იუვენტუსსაც“ დაუკავშირა, რომელიც ძირითადი შემადგენლობისთვის მეკარეს ეძებს, ალისონის დამატება სურს, რომელსაც „ლივერპული“ არ უშვებს, ამიტომ, შეიძლება ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთოს და ერთ-ერთი მამარდაშვილია, თანაც იაფი ვარიანტი. მესამე კლუბის ვინაობა ჯერჯერობით, ცნობილი არაა.

ალისონი თუ „ლივერპულში“ დარჩება, როგორც ჩანს, დიდი შანსია, რომ მამარდაშვილმა „წითლები“ იჯარით დატოვოს, რათა მეტი სათამაშო დრო მიიღოს, რადგან სათადარიგო როლში ყოფნა აღარ სურს. ბრაზილიელის კიპერის დარჩენის შანსიც მაღალია, იმიტომ, რომ „ლივერპული“ მის გაშვებას 2027 წლის ზაფხულამდე, კონტრაქტის ამოწურვამდე არ აპირებს.

გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ სადებიუტო სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, მაგრამ უმეტესად მხოლოდ მაშინ თამაშობდა, როცა ალისონს ტრავმა ჰქონდა. თუ ბრაზილიელი დარჩება, გიორგის მომდევნო სეზონშიც მეორე მეკარის როლის მორგება მოუწევს, რაც მის გეგმებში არ შედის, ამიტომაც, იჯარით წასვლა საკმაოდ რეალური ვარიანტია. შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი "ლივერპულამდე" 2021-2025 წლებში "ვალენსიაში" თამაშობდა, რომლის რიგებში 134 თამაში ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084972