ესპანეთის ლა ლიგამ გამოაქვეყნა 2026/2027 წლების სეზონისთვის განკუთვნილი საფეხბურთო ბურთის ოფიციალური ფოტოები. გერმანული სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელ Puma-ს ახალ ბურთს STELLAR NITRO ჰქვია.
„წარმოგიდგენთ Puma-ს ახალ ოფიციალურ საფეხბურთო ბურთს ლა ლიგისთვის. ახალი STELLAR NITRO ბურთი შექმნილია თანამედროვე ფეხბურთის სიჩქარისა და ინტენსივობის შესატყვისად“, - ნათქვამია ლა ლიგის სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებაში.
ესპანეთის ჩემპიონატის შედეგების შემდეგ, „ბარსელონამ“ ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა ვადაზე ადრე. კატალონიელებს 38 მატჩიდან 94 ქულა მოუგროვდათ. მადრიდის „რეალმა“ მეორე ადგილი დაიკავა 86 ქულით. „ვილიარეალმა“ 72 ქულით სამეული დაასრულა.
ლა ლიგის ახალი სეზონი 2026 წლის აგვისტოში იწყება.





