ფეხბურთი

12:23 | 28.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლევერკუზენის „ბაიერი“ ოლივერ გლასნერს დაუკავშირდა

გერმანული ლევერკუზენის ბაიერი ავსტრიელ სპეციალისტს, ოლივერ გლასნერს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის თობაზე დაუკავშირდა, ამის შესახებ ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ სოციალურ მედიაში განაცხადა.

„ლევერკუზენის „ბაიერი“ მწვრთნელობის საკითხზე ოლივერ გლასნერს დაუკავშირდა“, - წერს სკირა.

ადრე გამოცხადდა, რომ 51 წლის გლასნერი სეზონის დასრულების შემდეგ ინგლისურ კლუბ „კრისტალ პალასს“ დატოვებს. კლუბთან ერთად მან მოიგო ასოციაციის თასი (2024/25), ქვეყნის სუპერთასი (2025) და კონფერენს ლიგა (2025/26).

„ბაიერმა“ 2025/26 წლების სეზონის ბოლოს ბუნდესლიგის ცხრილში მეექვსე ადგილი დაიკავა. გუნდმა 34 მატჩში 59 ქულა მოაგროვა და ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171482