„სანტოსის“ თავდამსხმელი ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების საწვრთნელ ბანაკში ჩავიდა, რათა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადოს, მუნდიალი შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.
ბრაზილიელი ფეხბურთელი საწვრთნელ ბაზაზე საკუთარი ვერტმფრენით ჩაფრინდა.
დაშვების შემდეგ, ნეიმარი ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბანაკში გამოჩნდა, სადაც მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის და მის თანაგუნდელებს ჩაეხუტა, გვამცნობს Championat.com
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილია მაროკოს, ჰაიტისა და შოტლანდიას დაუპირისპირდება. ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 79 გოლით.







