„კრისტალ პალასის“ ნახევარმცველმა ადამ უორტონმა კომენტარი გააკეთა კონფერენს ლიგის ფინალში ესპანურ „რაიო ვალეკანოსთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ.
„შარშან ასოციაციის თასის ზეიმი გამოვტოვე, ამიტომ ამჯერად აუცილებლად ავინაზღაურებ. გრძნობები აღუწერელია. ხედავთ, რას ნიშნავს ეს სამხრეთ ლონდონისთვის, გულშემატკივრებისთვის. ეს წარმოუდგენელია.
ვიცოდით, რომ მათი დაცვის დანგრევა რთული იქნებოდა. ისინი ძალიან კარგად მომზადებული გუნდია. ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე და მონდომებული გუნდია. თამაში შედარებით ფრთხილად დაიწყო, როგორც ყოველთვის ხდება ფინალებში, მაგრამ თანდათან ვიპოვეთ ჩვენი რიტმი. მეტი გოლი უნდა გაგვეტანა და სამუშაო გაგვეადვილებინა, მაგრამ მაინც შევძელით“, - უთხრა უორტონმა უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდის ჟურნალისტებს.







