ფეხბურთი

14:49 | 28.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

„მონაკო“ მთავარ მწვრთნელს იცვლის

ბრაზილიელი მწვრთნელი ფილიპე ლუისი „მონაკოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება, ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში განაცხადა.

„მონაკო უახლოეს დღეებში მთავარ მწვრთნელ სებასტიან პოკონიოლისთან ურთიერთობას დაასრულებს. ფილიპე ლუისი იქნება „მონაკოს“ ახალი მწვრთნელი. მისი კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი“, - წერს სკირა.40 წლის ლუისი ადრე ბრაზილიურ „ფლამენგოს“ წვრთნიდა.

„მონაკომ“ 2025/26 წლების სეზონის ბოლოს ლიგა 1-ში მეშვიდე ადგილი დაიკავა. გუნდმა 34 მატჩში 54 ქულა დააგროვა. „მონაკო“ მომავალ სეზონში კონფერენს ლიგაში ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.11921