ფეხბურთი

15:24 | 28.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ინდოეთში მესის 21 მეტრის სიმაღლის ქანდაკებას აიღებენ

ინდოეთში „ინტერ მაიამის“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის, ლიონელ მესის ქანდაკებას უსაფრთხოების მიზნით აიღებენ, მას შემდეგ, რაც შენიშნეს, რომ ის „ქარში ირხეოდა“ - გვამცნობს ESPN.

დასავლეთ ბენგალის შტატის ქალაქ კოლკატაში მდებარე ძეგლზე გამოსახულია მესი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის თასს აღმართავს, რაც სიმბოლურად გამოხატავს არგენტინის გამარჯვებას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ქანდაკების სიმაღლე 21 მეტრია.

ქანდაკება 2025 წლის დეკემბერში დაიდგა არგენტინელი ფეხბურთელის „GOAT ტურის“ დროს, როდესაც ის ქვეყანაში ლუის სუარესთან და როდრიგო დე პოლთან ერთად მოგზაურობდა. 25 მაისს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა საზოგადოებრივი სამუშაოების დეპარტამენტს უჩივლეს, რომ ქანდაკება ქარის დროს არასტაბილური ჩანდა. შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ძეგლის სტრუქტურული მთლიანობა დარღვეულიყო და შესაბამისად, მისი დემონტაჟია საჭირო.

ძეგლის აშენება 27 დღეში განხორციელდა და ის ფეხბურთელის ყველაზე მაღალ ქანდაკებად ითვლებოდა, რაც კი ოდესმე აგებულა. ხელისუფლება მისი ხელახლა განთავსებისთვის ალტერნატიულ ადგილებს აფასებს.

მესი 38 წლისაა. ის მსოფლიო ჩემპიონია, კოპა ამერიკის ორგზის გამარჯვებული, ოლიმპიური ჩემპიონი, ოქროს ბურთის რვაგზის და ოქროს ბუცის ექვსგზის მფლობელი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086101