კატალონიის "ბარსელონა' მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელ ხულიან ალვარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ყველაფრის დასრულება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სურს. ინფორმაციას ესპანური გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ბარსელონას" სპორტული დირექტორი დეკუ გუშინ ფეხბურთელის აგენტს ბარსელონაში, ერთ-ერთ სასტუმროში შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა შესაძლო ტრანსფერის დეტალები განიხილეს და როგორც ირკვევა, კატალონიური გრანდი ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს პერიოდში გააგზავნის.
შეგახსენებთ, რომ ხულიან ალვარესი "ატლეტიკოს" ღირსებას 2024 წლიდან იცავს, მან 2025-2026 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 49 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.





