ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო. კარლო ანჩელოტის გუნდი ნაკრების ბაზაზე შეიკრიბა და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა, თუმცა მასში მონაწილეობა ნეიმარს არ მიუღია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელ ვარსკვლავს მცირე დაზიანება აქვს ფეხის კუნთზე, რომელიც 17 მაისის შემდეგ აწუხებს, თუმცა მოედანზე დატვირთვით ვარჯიშს ჯერაც ვერ ახერხებს. ბრაზილიურ მედიაში გავრცელებული ცნობის მიხედვით, მაშინ როდესაც ნაკრები პირველ ვარჯიშს ატარებდა, ნეიმარი ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა დამატებითი კვლევების მიზნით. ამის გამო ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე საათის განმავლობაში აღნიშნული კლინიკა სრულიად დახურა, ინფორმაციის გაჟონვის პრევენციის მიზნით.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, პანამისა და ეგვიპტის წინააღმდეგ. დიდი ალბათობით ნეიმარი ვერცერთ მათგანში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მაროკოს, ჰაიტისა და შოტლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება







