ქუთაისის "ტორპედო" ისტორიაში პირველად კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილ გუნდებს შორის იქნება. ინფორმაცია იმერული კლუბის გვერდმა დაადასტურა.
განთესილთა შორის იქნებიან ასევე გორის "დილა" და "დინამო თბილისიც", რომელიც ერთწლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირებზე ბრუნდება, ხოლო რაც შეეხება "იბერიას", ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს და ის განუთესავთა შორის იქნება.
ცნობისთვის, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 16 ივნისს ნიონში გაიმართება და სწორედ ამ დღეს გაირკვევა ქართული კლუბების მეტოქეთა ვინაობა, ხოლო მეორე ეტაპის წილისყრა 17 ივნისს ჩატარდება.





