ფეხბურთი

19:15 | 28.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა ინგლისის ნაკრებში მუშაობით დაინტერესებულია

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პირად საუბრებში აღიარა, რომ მომავალში ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება მისთვის საინტერესო ვარიანტი იქნებოდა.

ინფორმაციას Sky Sport-ის ჟურნალისტი ჯეკ გოჰენი ავრცელებს. მისი ინფორმაციის მიხედვით, გვარდიოლა საერთაშორისო ფეხბურთში მუშაობის იდეას სერიოზულად განიხილავს და ინგლისის ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი პროექტია მისთვის.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდილამ მანჩესტერ "სიტი" სულ ახლახან დატოვა, მან ინგლისურ კლუბში 10 წელი იმუშავა და ხსენებულ დროში კლუბს 20 ტიტული მოაგებინა, მათ შორის, 2023 წელს, ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084041