UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია DeepCut with VicBlends-ის პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც "ელ მატადორმა" არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ილიამ თავისი პირველი ჩხუბი გაიხსენა, რომელიც პროფესიონალურ MMA კარიერაში ჩაატარა.
"მახსოვს ჩემი პირველი პროფესიონალური ბრძოლის დროს ძალიან მეშინოდა და ჩემს თავს ვეკითხებოდი თუ რას ვაკეთებდი აქ? რატომ არ ვისწავლე? ძალიან მეშინოდა, თუმცა ამავდროულად ძალიან მოტივირებული ვიყავი.
ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს, ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე, ოქტაგონზე გასვლა არ მინდოდა და გასახდელში დარჩენას ვაპირებდი. გეფიცებით, ზუსტად ასეთი ფიქრები მიტრიალებდა თავში, თანაც მაშინ 18 წლის ვიყავი, ჩემი მეტოქე კი უაღრესად გამოცდილი იყო", - განაცხადა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული ორთაბრძოლა 14 ივნის გაიმართება და ის თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.




