ფეხბურთი

21:40 | 28.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

შეთანხმება მიღწეულია: ფილიპე ლუისი "მონაკოს" მთავარი მწვრთნელია

40 წლის ბრაზილიელი მწვრთნელი ფილიპე ლუისი სამწვრთნელო კარიერას საფრანგეთში, კონკრეტულად კი, "მონაკოში" გააგრძელებს. ინფორმაციას ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, შეთანხმება უკვე სრულად დასრულებულია და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გაფორმდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირებში ფილიპე ლუისს რამდენიმე სხვა კლუბსაც უკავშირებდნენ, "მონაკომ" ყველას აჯობა. ფრანგული კლუბი აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებს.

ფილიპე ლუისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში "ატლეტიკოში" და "ჩელსიში" თამაშობდა, ხოლო სამწვრთნელო კარიერა სამშობლოში დაიწყო, სადაც "ფლამენგოს" ჯერ ასაკობრივ კლუბებს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2024 წელს ძირითადი გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086674