ფეხბურთი

20:40 | 28.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო: "კვარაცხელია არის ის მოთამაშე, რომელსაც ფინალში ყველაფრის შეცვლა შეუძლია"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ La Gazzetta dello sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც კომენტარი ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც გააკეთა, მან კვარაცხელია შეაქო და განაცხადა, რომ ქართველს ფინალში ყველაფრის შეცვლა შეუძლია.

ფინალში ვის ასახელებთ ფავორიტად?

ანდრია პირლო - "ვფიქრობ მატჩი 2:1 დასრულდება პსჟ-ს სასარგებლოდ. ოდნავ ფავორიტებად მიმაჩნიან, რადგან ასეთ თამაშებში მეტი გამოცდილება აქვთ. პსჟ-მ უკვე ორი ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა, ერთი წააგო და ერთი მოიგო. ახლა ისევ გამარჯვების შანსი აქვთ. თუმცა "არსენალიც" შესანიშნავ ფორმაშია, ახლახან პრემიერ ლიგა მოიგო და ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს.

ვის გამოარჩევდით პსჟ-დან და რა გადაწყვეტს მატჩის ბედს?

ანდრია პირლო - "ვფიქრობ, ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და მაყურებელი კარგ მატჩს იხილავს. ჩემი აზრით პსჟ-ში ახლა კვარაა ის მოთამაშე, რომელსაც მინდორზე ყველაფრის შეცვლა შეუძლია, განსაკუთრებით ერთ-ერთზე თამაშით, ბოლო პასითა და დარტყმით.

ანდრია პირლოს ჟურნალისტებმა სერია ა-ში არსებულ მდგომარეობაზეც ჰკითხეს:

კვარას მსგავსი ვარსკვლავები ჯერ კიდევ მოდიან სერია A-ში, მაგრამ ვერ რჩებიან. მისი შენარჩუნება შეუძლებელი იყო?

პირლო - "დღეს ეს წარმოუდგენელია. სამართლიანია, რომ კვარაცხელია იმხელა ხელფასს იღებს, რამდენსაც პარიზული კლუბი უხდის და რომ ამხელა თანხა გადაიხადეს მასში. სხვა კლუბებს უფრო მეტი შესაძლებლობა და ფული აქვთ, რომ ასეთი ფეხბურთელები იყიდონ. ჩვენი კლუბები იმ დონეზე არ არიან, რომ სხვა კლუბებს კონკურენცია გაუწიონ",

დღეს რომ თამაშობდეთ, იტალიაში დარჩებოდით?

პირლო - „რადგან იტალია უკვე აღარ არის საუკეთესო ჩემპიონატი, მეც არ დავრჩებოდი და აუცილებლად პრემიერ ლიგაში ვითამაშებდი",

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი შაბათს 30 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება, სადაც ერთმანეთს "პარი სენ-ჟერმენი" და "არსენალი" დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087628