საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის, სუპერლიგის ფინალურ დაპირისპირებაში "ბათუმმა" "თსუ" 3:1 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გახდა ჩემპიონი.
ბოლო გადამწყვეტი მატჩი ბათუმში გაიმართა, რომელიც ძალიან დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 81:81 დასრულდა, ხოლო დამატებით დროში "ბათუმი" უბრალოდ შესანიშნავად გამოიყურებოდა, მეტოქეს ქულა არ ჩააგდებინა და საბოლოო ჯამში 90:81 იმარჯვა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი "ბათუმის" ამერიკელი ლეგიონერი მაირინ ტომასი გახდა, რომელმაც მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა. მის ანგარიშზე 28 ქულასთან ერთად 15 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა იყო.







