ფეხბურთი

0:03 | 29.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "მინდა თავმდაბალი დავრჩე და გავაგრძელო ჩემი საქმის კეთება"

"პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ TNT Sport-ს ესაუბრა, სადაც მას ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" მოგებასა და ხალხის დამოკიდებულებაზე ჰკითხა.

ჟურნალისტი - ხალხი ხშირად საუბრობს შენზე, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე და ამავდროულად, საუბარია "ოქროს ბურთზეც". მაინტერესებს, როგორი შეგრძნებაა ყოველივე ეს და გრძნობ თუ არა განსხვავებულ დამოკიდებულებას?

"ცოტათი ვგრძნობ, მაგრამ ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. მინდა, უბრალო ადამიანად დავრჩე. ფეხბურთს იმიტომ ვთამაშობ, რომ ეს მიყვარს. როდესაც მოედანზე გავდივარ, ვცდილობ, სიამოვნება მივიღო საოცარ თანაგუნდელებთან და შესანიშნავ მწვრთნელთან ერთად. ცხოვრება შესაძლოა ცოტათი შეიცვალა, მაგრამ მინდა იგივე დავრჩე, თავმდაბალი და გავაგრძელო იმ საქმის კეთება, რომელიც მიყვარს",

ჟურნალისტი - არის თუ არა ეს პერიოდი შენს კარიერაში საუკეთესო?

"ვფიქრობ კი, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე ასე კარგად არასდროს მითამაშია და მინდა რომ ასე გავაგრძელო. ახლა უკვე ვიცი, რა შესანიშნავი გრძნობაა ყოველივე ეს და ვეცდები, ყოველთვის მაქსიმუმი გავიღო, რათა ეს გრძნობა რაც შეიძლება ხშირად განვიცადო", - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი შაბათს, 30 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება, სადაც ერთმანეთს "პარი სენ-ჟერმენი" და "არსენალი" დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166987