ფეხბურთი

9:46 | 29.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ გამოძახებულთა შორის არის ლიონელ მესი, რომელიც მუნდიალზე მეექვსედ ითამაშებს.

არგენტინის ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ხერონიმო რული (მარსელი), ხუან მუსო (ატლეტიკო მადრიდი).

მცველები: კრისტიან რომერო (ტოტენჰემი), ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერ იუნაიტედი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა), ნაუელ მოლინა (ატლეტიკო მადრიდი), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი), გონსალო მონტიელი (რივერ პლეიტი), ფაკუნდო მედინა (მარსელი), ლეონარდო ბალერდი (მარსელი).

ნახევარმცველები: ვალენტინ ბარკო (სტრასბურგი), ეზეკილ პალასიოსი (ლევერკუზენი), როდრიგო დე პოლი (ინტერ მაიამი), ლეანდრო პარედესი (ბოკა ხუნიორსი), ალექსის მაკ ალისტერი (ლივერპული), ენცო ფერნანდესი (ჩელსი), ჯოვანი ლო სელსო (რეალ ბეტისი).

თავდამსხმელები: ლეო მესი (ინტერ მაიამი), ხულიან ალვარესი (ატლეტიკო მადრიდი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ნიკოლას გონსალესი (ატლეტიკო მადრიდი), ნიკო პასი (კომო), ჯულიანო სიმეონე (ატლეტიკო მადრიდი), ტიაგო ალმადა (ატლეტიკო მადრიდი), ხოსე მანუელ ლოპესი (პალმეირასი).

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ალჟირის, ავსტრიისა და იორდანიის ნაკრებებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.083128