უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ 2026 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალი პარიზის ნაცვლად ლონდონში გაიმართება.
ოქროს ბურთის დაჯილდოება 1956 წლიდან ტარდება და მისი პირველი გამარჯვებული ინგლისელი ფეხბურთელი სტენლი მეთიუზი იყო. სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ საიუბილეო 70-ე დაჯილდოება სიმბოლურად ლონდონში ჩაატარონ. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად მოხდება, როდესაც პრესტიჟული ჯილდოს ცერემონიალი პარიზის ნაცვლად სხვაგან გაიმართება.
ოქროს ბურთის დაჯილდოებას ფრანგული გამოცემა France Football ატარებს, ხოლო 2024 წლიდან ორგანიზებაში UEFA-ც მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალი 26 ოქტომბერს გაიმართება, სადაც ცნობილი გახდება წლის საუკეთესო ფეხბურთელების ვინაობა. ამ ტიტულის მოქმედი გამარჯვებულები უსმან დემბელე და აიტანა ბონმატი არიან.







