ფეხბურთი

11:34 | 29.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანზორ მექვაბიშვილი რუმინეთის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

„კრაიოვას“ ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი რუმინეთის ჩემპიონატის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო გუნდში მოხვდა.

მექვაბიშვილის გარდა "კრაიოვას" შემადგენლობიდან სიმბოლურ გუნდში კიდევ სამი ფეხბურთელი მოხვდა: ცენტრალური მცველი ალექსანდრ რომანჩუკი, მარჯვენა შემტევი კარლოს მორა და თავდამსხმელი ასად ალ ჰამლავი.



შეგახსენებთ, რომ "კრაიოვამ" 2025-2026 წლების სეზონში დუბლი შეასრულა, 1991 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეხუთედ გახდა რუმინეთის ჩემპიონი, ხოლო მათ ქვეყნის თასის მოგებაც მოახერხეს.

რაც შეეხება ანზორ მექვაბიშვილს, ქართველმა ნახევარმცველმა "კრაიოვას" მაისურით ყველა ტურნირის გათვალისწინებით 50 მატჩი ჩაატარა და თავი 4 გოლთან ერთად 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16759