ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კაფუმ Daily mail sport-ს ინტერვი მისცა, სადაც მან "პარი სენ-ჟერმენისა" და "არსენალის" ფეხბურთელებიდან საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ კაფუმ ბევრი მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიიღო, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად ლეანდრო ტროსარი აირჩია. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ასევე ფინალის წინ თავისი პროგნოზიც გააკეთა, მისი განცხადებით ჩემპიონთა ლიგას "არსენალი" მოიგებს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი შაბათს, 30 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება, სადაც ერთმანეთს "პარი სენ-ჟერმენი" და "არსენალი" დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.





