"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ფრანგულ გამოცემა Le Parisien-ს ინტერვიუ მისცა, სადაც "პარი სენ-ჟერმენის" ქართველ შემტევ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კვარაცხელია "ნაპოლიში" ვარსკვლავი გახდა, თუმცა კონტრაქტს პატივი არ სცა და ყურები ამოივსო, რათა ახალ კონტრაქტზე ჩვენი შეთავაზებები არ გაეგო.
"ერთ წელიწადში "ნაპოლიში" კვარა ვარსკვლავი გახდა. მაგრამ მას არ სურდა შეესრულებინა კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომლებიც ცუდად იმართებოდა მისი აგენტებისა და ოჯახის მხრიდან. მისი შედარება დიეგო მარადონასთან? ეს უბრალოდ ღიმილს მგვრის. მარადონა შეუდარებელი, უნიკალური და შეუცვლელი იყო. როგორც ადამიანი, ის გამორჩეული და "ნაპოლისა" და ნეაპოლის ერთგული მოყვარული გახლდათ. ის მილიარდკარატიანი ძვირფასი ქვა იყო.
„ეჭვი მეპარება, რომ პარიზული სიყვარული ისეთივე თბილი იყოს, როგორიც ნეაპოლის ქალაქის სითბოა. ნეაპოლი 2500 წლის წინ დაარსდა სახელით პარტენოპე, რაც ძველ ბერძნულად სირენას ნიშნავს. საბოლოოდ, კვარამ ულისეს გზას გაჰყვა, ყურებში ცვილი ჩაისხა, რათა ნეაპოლური სირენის სიმღერას არ მოეხიბლა და ჩვენი კონტრაქტის გახანგრძლივების შეთავაზებები არ გაეგონა,“ - განაცხადა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიდან" "პარი სენ-ჟერმენში" 2025 წლის იანვარში 70 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა. ქართველმა ფეხბურთელმა "პარტენოპეიში" 2,5 წელი გაატარა, რა დროშიც გუნდთან ერთად იტალიის სერია A მოგება მოახერხა, ხოლო 2022-2023 წელს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც დაიმსახურა.



