ფეხბურთი

14:25 | 29.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე პირველი შეთავაზება გააკეთა, ცნობილია თანხის ოდენობაც

კატალონიის "ბარსელონა' მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელ ხულიან ალვარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება მათ პირველი შეთავაზებაც უკვე გააკეთეს.

წყაროს ცნობით, კატალონიურმა გრანდმა "ატლეტიკოს" 100 მილიონიანი შეთავაზება გაუგზავნა, მაგრამ მადრიდული კლუბი აღნიშნული თანხით უკმაყოფილოა, თანაც შეთავაზებაში არც დამატებითი ბონუსები და არც ფეხბურთელის დამატება არ იგულისხმება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თავად ალვარესმა კლუბის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, რომ გუნდის დატოვება სურს.

როგორც ცნობილი ხდება, ყველა მხარეს სურს, რომ აღნიშნული გარიგება მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე დასრულდეს, აქედან გამომდინარე, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

შეგახსენებთ, რომ ხულიან ალვარესი "ატლეტიკოს" ღირსებას 2024 წლიდან იცავს, მან 2025-2026 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 49 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088266