ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელმა კაი ჰავერცმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა. გერმანელი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ხვალ ფინალში აუცილებლად გაიმარჯვებს.
"ჩემპიონობისთვის ფინალში გასვლაა საჭირო, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯი, ფინალში ნდა მოიგო. ეს რთული იქნება, მაგრამ ჩვენ კარგად მომზადებულები ვიქნებით. უკვე რამდენიმე წელია უმაღლეს დონეზე ვიბრძვით და ბოლოს და ბოლოს პრემიერ ლიგაც მოვიგეთ, რაც დიდ ბიძგს გვაძლევს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ფავორიტი, ჩვენ მოედანზე გავალთ და მათ დავამარცხებთ", - განაცხადა ჰავერცმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი შაბათს, 30 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება, სადაც ერთმანეთს "პარი სენ-ჟერმენი" და "არსენალი" დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.





