ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა კაზემირომ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, მას როგორც მოსალოდნელი იყო ერთ-ერთი კითხვა ნეიმარზე დაუსვეს, რამაც კაზემიროს უკმაყოფილება გამოიწვია.
"ნეიმარი, ნეიმარი, ნეიმარი...ყოველ ჯერზე, როცა აქ მოვდივარ, მის შესახებ მიწევს საუბარი. ვფიქრობ განაცხადში მყოფი 26-ვე ფეხბურთელის ჯანმრთელად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ნეიმარისაც. ის არის გამორჩეული და გუნდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი", - განაცხადა კაზემირომ.
როგორც ბრაზილიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ნეიმარს მარჯვენა ფეხის წვივის კუნთის დაზიანება აქვს, რის გამოც ის მსოფლიო ჩემპიონატამდე ამხანაგურ მატჩებს პანამასა და ეგვიპტის ნაკრებების წინააღმდეგ გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მაროკოს, ჰაიტისა და შოტლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება, ხოლო პირველ მატჩს კარლო ანჩელოტის გუნდი 14 ივნისს მაროკოს ნაკრებთან გამართავს.







