ფეხბურთი

16:30 | 29.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმა კონატემ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

საფრანგეთის ნაკრების მცველმა იბრაჰიმა კონატემ მის მომავალტან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიიღო და ის "ლივერპულს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა TalkSport-ი იტყობინება.

მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპულსა" და კონატეს შორის ახალ კონტრაქტზე მოაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და აპრილშიც ფეხბურთელის მხრიდან დადებითი სიგნალები იყო, საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგა. შედეგად, მოლაპარაკებები ოფიციალურად დასრულებულია და კონატე კლუბს თავისუფლად დატოვებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს ფრანგი ფეხბურთელი კარიერას, მაგრამ მისი დამატებით ყველაზე მეტად მადრიდის "რეალი" იყო დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმა კონატე "ლივერპულის" ღირსებას 2021 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 30 ივნისს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163939